Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიმი:“ ნაპოლის და მის ქომაგებს არასოდეს დავივიწყებ“

ნაპოლის უკვე ყოფილმა მცველმა კიმ მინ-ჯემ პარტენოპეის რიგებში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა.

„სერია ა-ს სეზონის საუკეთესო მცველის ჯილდო ? როდესაც ეს საპატიო ჯილდო მივიღე, მე მისი ოსიმენთან, კვარასთან და სხვა თანაგუნდელებთან გაზიარება მსურდა, რადგან მათი დამსახურება ძალიან დიდი იყო.

„ასევე უნდა აღინიშნოს ქომაგები, მართალია გუნდი დავტოვე, მაგრამ ნაპოლის და მის ქომაგებს მე არასოდეს დავივიწყებ, მათი თანადგომა და სიყვარული მე ძალიან დამეხმარა.

„დი ლორენცო ? ის ყველაზე შრომისმოყვარე ფეხბურთელია, რომლისგანაც ბევრი რამ ვისწავლე. მე არასოდეს მინახავს, რომ მას რაიმე სახით უკმაყოფილება გამოეთქვას, ის ყოველთვის ყველაზე მეტს მუშაობდა.

„ოსიმენი ? ის მცველებისთვის ნამდვილი კოშმარია და იმედი მაქვს, რომ ვიქტორის წინააღმდეგ თამაში არ მომიწევს.“