კიმის ნაპოლიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია…
იტალიური მედიის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ნაპოლიდან კიმ მინ-ჯეს წასვლის შანსი სულ უფრო იზრდება.
SportMediaset-ის ინფორმაციით, კიმის ტრანსფერზე მუშაობა მანჩესტერ იუნაიტედის შემდეგ მანჩესტერ სიტიმაც დაიწყო, ინგლისურ გუნდებს კი პარტენოპეის მიერ მოთხოვნილი 50-55 მილიონი ევროს გადახდა არ უნდა გაუჭირდეთ.
წყაროს ცნობით, კიმის გუნდიდან წასვლის შემთხვევაში ნაპოლი ატალანტადან იტალიელი ტალანტის ჯორჯო სკალვინის გაფორმებას ეცდება, რომლის სანაცვლოდ ლა დეა დაახლოებით 40 მილიონ ევროს ითხოვს.