Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კინის გაყიდვის შემთხვევაში, იუვენტუსი ლუკაკუს კანდიდატურას დაუბრუნდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი რომელუ ლუკაკუს მიმართ ინტერესს არ კარგავს და არ არის გამორიცხული, სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ტურინელებმა ჩელსისთან მოლაპარაკებები განაახლონ.

La Repubblica-ს ინფორმაციით, თუ იუვენტუსმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მოიზე კინის გაყიდვა შეძლო, რომლის გაფორმებას ბოლო დღეებში ფულჰემი აქტიურად ცდილობს, ტურინელები მიღებული თანხით ლუკაკუს გაფორმებას ეცდებიან.

წყაროს ცნობით, იუვე კინის სანაცვლოდ მინიმუმ 25-30 მილიონ ევროს ითხოვს.