კინმა შესაძლოა იუვენტუსი დატოვოს
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსის ფორვარდმა მოიზე კინმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შესაძლოა ტურინული გრანდი დატოვოს.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ბოლო დღეებში კინის მიმართ ინტერესი ინგლისურმა და ესპანურმა გრანდებმა გამოიჩინეს და ბიანკონერი მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე 30 მილიონ ევროს გადაიხდის.
წყაროს ცნობით, კინი, რომელიც დღევანდელ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს, რეალურად ტრავმირებული არ არის და ის დისციპლინარული პრობლემების გამო არის დასჯილი, რადგან იტალიელმა რამდენიმე ვარჯიშზე დაიგვიანა, რამაც გუნდის ხელმძღვანელობის გაღიზიანება გამოიწვია…