Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კლასიე ლაციოს სატრანსფერო სიაში

მაურიციო სარის თხოვნით, ლაციო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რეჯისტას გაფორმებას ეცდება და გუნდს ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე უკვე შერჩეული ჰყავს.

არწივები ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებასთან ახლოს არიან და გუნდს შემადგენლობის სიღრმის გაძლიერება სურს, რაც ლაციოს რამდენიმე ფრონტზე ბრძოლის საშუალებას მისცემს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ლაციო ალკმაარის ნახევარმცველის ჟორდი კლასიეს გაფორმებას ეცდება. 31 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც ნიდერლანდურ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება, სარის ინტერესი კონფერენს ლიგის პლეი-ოფში თამაშისას დაიმსახურა. მისი კონტრაქტის სიტუაციის ფონზე, ფეხბურთელის გაფორმება ლაციოს 4-5 მილიონ ევროდ შეეძლება.