Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონფერენს ლიგის დატოვების შემდეგ, იუვე ლუკაკუზე უარის თქმას გეგმავს…

კონფერენს ლიგიდან დაისკვალიფიკაციის შემდეგ, იუვენტუსის სატრანსფერო გეგმები შეიცვალა და ტურინული გრანდი დიდი ალბათობით რომელუ ლუკაკუს გაფორმებაზე უარს იტყვის.

მაქს ალეგრი კვლავ ბელგიელი ფორვარდის გაფორმების მომხრეა, მაგრამ ჩელსი ფეხბურთელის იჯაით გაშვებაზე უარს ამბობს, იუვე კი მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 40 მილიონი ევროს გადახდას არ აპიებს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, თუ ბიანკონერი უახლოეს პერიოდში რომელიმე ფორვარდმა არ დატოვა, ლუკაკუს ხილვა ტურინში რთული წარმოსადგენი იქნება.