Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტე შესაძლოა ჩელსიში დაბრუნდეს

მილანთან და ნაპოლისთან ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, ანტონიო კონტე შესაძლოა ჩელსიში დაბრუნდეს.

იტალიელი სპეციალისტის პრიორიტეტი სერია ა-ს რომელიმე გრანდის ჩაბარება იყო, მას აქტიურად ნაპოლისა და მილანს უკავშირებდნენ, თუმცა საბოლოო ჯამში ორივე გუნდმა არჩევანი სხვა კანდიდატებზე გააკეთა, კონტე კი კვლავ უგუნდოდ არის დარჩენილი.

SportItalia-ს ინფორმაციით, კონტესთან მოლაპარაკეებბი დაიწყო ჩელსიმ, სადაც იტალიელი სპეციალისტი უკვე მუშაობდა. ლონდონელები მაურისიო პოჩეტინოს შეცვლას გეგმავენ და ანტონიო მათი ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ.