Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტეს ნაპოლიში მისვლა ჩემპიონთა ლიგაზე იქნება დამოკიდებული

ნაპოლი ანტონიო კონტესთან მოლაპარაკებებს აგრძელებს და პარტენოპეის ჩაბარების წინააღმდეგი არც იტალიელი სპეციალისტია, მაგრამ ის დე ლაურენტისის წინადადებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება.

Il Mattino-ს ცნობით, კონტეს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა სურს და კონტეს გასაფორმებლად ნაპოლის მიმდინარე სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის საგზურის მოპოვება მოუწევს.

ევროპულ ტურნირებზე წარმატებულად გამოსვლის შემდეგ, იტალია მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 5 გუნდით იქნება წარმოდგენილი. ნეაპოლიტანელებს მე-5 პოზიციამდე ამ მომენტისთვის 6 ქულა აშორებთ.