Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტეს ნაპოლიში მისვლა გამორიცხული არ არის…

იტალიურ მედიაში ნაპოლიდან რუდი გარსიას წასვლისა და ანტონიო კონტეს მისვლის თაობაზე საუბრები არ წყდება.

Il Mattino-ს ინფორმაციით, ანტონიო კონტემ რამდენიმე კვირის წინ აურელიო დე ლაურენტისს უარი უთხრა, რადგან მას გუნდის შუა სეზონში ჩაბარება არ სურს, მაგრამ ზაფხულში სხვა სიტუაცია იქნება.

წყაროს ცნობით, კონტე ზაფხულში ფეხბურთში დაბრუნებას გეგმავს და ნაპოლი მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრას შეძლებს…