Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონტეს პრიორიტეტი კვალვ სერია ა-ში მუშაობაა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მატეო მორეტოს ინფორმაციით, ანტონიო კონტეს პრიორიტეტი არ შეცვლილა და მას მომდევნო სეზონიდან კვლავ სერია ა-ს გუნდის ჩაბარება სურს.

წყაროს ცნობით, კონტეს წინადადებები გერმანიიდან და ინგლისიდანაც აქვს, თუმცა ანტონიო ჯერჯერობით გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და იტალიური გრანდის მოლოდინშია.

მორეტოს თქმით, ყველაზე დიდ ინტერესს იტალიაში კონტეს მიმართ ნაპოლი იჩენს, თუმცა თავად ანტონიო იმედოვნებს, რომ უახლოეს კვირებში მილაისგან ან იუვენტუსისგან წინადადებას მიიღებს.