კოპმეინერსის აგენტმა ნაპოლის ინტერესი დაადასტურა
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნაპოლის ატალანტას ნახევარმცველს ტეუნ კოპმეინერსს აქტიურად უკავშირებდნენ.
ამ თემაზე კომენტარი თავად ფეხბურთელის აგენტმა გააკეთა:
„ნაპოლი ტეუნის მიმართ ინტერესს მართლაც იჩენდა და პარტენოპეიმ ატალანტას მის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ლა დეას ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მის გაყიდვას არ აპირებს.
„კოპმეინერსი მიმდინარე სეზონში ატალანტას წამყვანი ფეხბურთელი იქნება, სეზონის ბოლოს კი ჩვენ სიტუაციას ერთად განვიხილავთ.“