Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კორეა ტორინოში გადასვლის წინააღმდეგი არ არის…

იტალიური მედიის ინფორამციით, ინტერის ფორვარდი ხოაკინ კორეა კარიერის ტორინოს რიგებში გაგრძელების წინააღმდეგი არ არის.

არგენტინელი ფეხბურთელი ბენეამატას გეგმებში აღარ შედის და ინტერს მისი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაყიდვის იმედი ჰქონდა, თუმცა ჯერჯერობით მოთხოვნილი 15 მილიონი ევროს გადახდას არც ერთი გუნდი არ აპირებს.

ბოლო საათებში კორეას მიმართ ინტერესი ტორინომ გამოიჩინა, რომელიც ფეხბურთელის იჯარით გაფორმებას ცდილობს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით. Tuttosport-ის ცნობით, არგენტინელი გრანატას რიგებში გადასვლის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა ნერაძური კორეას იჯარით გაშვებას…