Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კორინთიასის ტალანტი მილანის სატრანსფერო სიაში…

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი კორინთიასის ნახევარმცველის გაბრიელ მოსკარდოს ტრანსფერით ინტერესდება.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მილანი 18 წლის ნახევარმცველს რადე კრუნიჩის პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებს, რომელიც გუნდთან ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას ვერ ახერხებს და დიდია ალბათობა, რომ მან ლომბარდიული გრანდი უახლოეს პერიოდში დატოვოს.

წყაროს ცნობით, მილანს ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერში კონკურენციას ლივერპული და ჩელსი გაუწევენ. ბრაზილიელები მის სანაცვლოდ დაახლოებით 20 მილიონ ევროს ითხოვენ.