კრუნიჩმა მილანი შესაძლოა იანვარში დატოვოს…
იტალიური მედიის ცნობით, მილანი და რადე კრუნიჩი ახალი კონტრაქტის თაობაზე ვერ თანხმდებიან, ამიტომ ბოსნიელმა გუნდი შესაძლოა იანვარში დატოვოს.
30 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ზაფხულში ფენერბაჰჩე იჩენდა და Sportitalia-ს ცნობით, თურქები რადეს თაობაზე მილანთან მოლაპარაკებების განახლებას იანვარში გეგმავენ.
წყაროს ცნობით, კურნიჩი მილანთან კონტრაქტის გახანგრძლივების სანაცვლოდ ხელფასის 3 მილიონ ევრომდე გაზრდას ითხოვს, ლომბარდიული გრანდი კი მისთვის 2-2.5 მილიონზე მეტის შეთავაზებას არ აპირებს და არ არის გამორიცხული, იანვარში ფეხბურთელის გაყიდვაზე თანხმობა განაცხადოს.