Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კუადრადო ინტერს ჩემპიონთა ლიგაზე ტრავმის გამო ვერ დაეხმარება

ინტერის ვინგერი ხუან კუადრადო ტრავმირებულია და ჩემპიონთა ლიგაზე ბენეამატას დახმარებას ვერ შეძლებს.

Sky Sport-ის ცნობით, კოლუმბიელ ფეხბურთელს კუნთის გადაღლილობა აქვს, რის გამოც ის ესპანეთში არ გაემგზავრება და მილანში ინდივიდუალურად მუშაობას გააგრძელებს.

წყაროს ინფორმაციით, კუადრადო დიდი ალბათობით ემპოლისთან მატჩისთვის სიმონე ინძაგის განკარგულებაში იქნება.