Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კუადრადო სეზონის ბოლოს იუვენტუსს დატოვებს

იტალიური მედიის ცნობით, მიმდინარე სეზონის ბოლოს ხუან კუადრადოსა და იუვენტუსის გზები გაიყოფა.

კოლუმბიელი ფეხბურთელის მიმდინარე ხელშეკრულება გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება და არაერთი გავლენიანი წყაროს ცნობით, ბიანკონერი მას ახალ კონტრაქტს არ შესთავაზებს.

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ბიანკონერი კუადრადოს აგენტს უკვე შეხვდა და მას აცნობა, რომ ხუანის შენარჩუნებით დაინტერესებული არ არის.