Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კულუშევსკი შესაძლოა იუვენტუსში დაბრუნდეს

მიმდინარე სეზონის ბოლოს 23 წლის შვედი ფეხბურთელი დეიან კულუშევსკი შესაძლოა იუვენტუსში დაბრუნდეს.

მარჯვენა ვინგერი ტოტენჰემს გასული სეზონის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, 1.5-წლიანი იჯარით შეუერთდა, რის სანაცვლოდაც იუვენტუსმა 10 მილიონი ევრო უკვე მიიღო.

კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, ტოტენჰემს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში კულუშევსკის 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულება დაეკისრება, თუმცა არსებული სიტუაციის ფონზე ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ლონდონელებმა ეს შეძლონ.

ანტონიო კონტეს გუნდში დარჩენის შემთხვევაში, ტოტენჰემი კულუშევსკის სავარაუდოდ შეინარჩუნებდა, ახლა კი საკმაოდ დიდია ალბათობა, რომ ის ზაფხულში იუვენტუსში დაბრუნდება.