Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კვარა უახლოეს პერიოდში ნაპოლისთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ნაპოლის ქართველი ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია უახლოეს პერიოდში გუნდთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

წყაროს ცნობით, კვარა გუნდთან ხელშეკრულებას კიდევ 1 წლით – 2028 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს, მისი წლიური გასამრჯელო კი 3 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

სკირას თქმით, ქართველის გაყიდვა ზაფხულში არც კი განიხილება და ის მინიმუმ 1 წელი ნაპოლის რიგებში დარჩება.