კვარამ ოქროს ბურთის ნომინანტთა სიაში მე-17 პოზიცია დაიკავა
დღეს საფეხბურთო სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ჯილდოს – Ballon d’Or-ის დაჯილოდების ცერემონიალი გაიმართება.
ოქროს ბურთის მოპოვების ნომინანტთა სიაში გახლდათ ნაპოლის ქართველი ტალანტი და სერია ა-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც გამოკითხვაში მე-17 პოზიცია დაიკავა: