ლაციო აზარის გაფორმებას განიხილავს…
იტალიური მედიის ცნობით, ლაციო ბელგიელი შემტევის ედენ აზარის გაფორმებას განიხილავს.
32 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახლავთ და ნებისმიერ დაინტერესებულ გუნდს მისი გაფორმება სრულიად უფასოდ შეეძლება.
Il Messaggero-ს ცნობით, არწივები აზარისთვის 1-წლიანი კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავენ, მისი შემდგომში გახანგრძლივების პერსპექტივით…