Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო ბერარდის გაფორმების გზებს ეძებს…

იტალიურ მედიაში ლაციოს მხრიდან დომენიკო ბერარდის მიმართ ინტერესის თაობაზე საუბრები არ წყდება და როგორც ჩანს, გუნდის ხელმძღვანელობას მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.

არწივები ჩემპიონთა ლიგის საგზურისკენ მიიწევენ და სეზონის ოთხეულში დასრულების შემთხვევაში, მაურიციო სარის პრიორიტეტული სამიზნე სწორედ სასუოლოს ვინგერი იქნება, რომელიც 4-3-3 სქემას იდეალურად ერგება.

Corriere dello Sport-ის ცნობით, ნეროვერდი ბერარდის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს, ლაციო კი ამ თანხის შემცირებას ტრანსფერში მატეო კანჩელიერის ჩართვით ეცდება.