Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო ბონუჩის ტრანსფერზე აღარ მუშაობს, იტალიელი ბერლინს უახლოვდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლაციომ იუვენტუსის ფეხბურთელის ლეონარდო ბონუჩის ტრანსფერზე მუშაობა შეწყვიტა და ახლა ვეტერანი მცველი უნიონ ბერლინთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

ბონუჩი ბინაკონერის გეგმებში აღარ შედის და ტურინელები მისი უფასოდ გაშვების წინააღმდეგები არ არიან, ფეხბურთელის პრიორიტეტი კი სერია ა-ში დარჩენა იყო, სადაც მისი გაფორმებით არწივები ინტერესდებოდნენ, თუმცა ნიკოლო სკირას ცნობით, ლაციომ ბონუჩის გაფორმება საბოლოოდ გადაიფიქრა.

წყაროს ცნობით, ბოლო საათებში იტალიელი მცველის ტრანსფერზე უნიონ ბერლინი გააქტიურდა და მის გაფორმებას უახლოეს საათებში ეცდება.