Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო და მილანი ბერარდის ტრანსფერზე მუშაობას შეუდგნენ

იტალიური მედიის ცნობით, ლაციო და მილანი სასუოლოს მარჯვენა ვინგერის დომენიკო ბერარდის ტრანსფერზე მუშაობას შეუდგნენ.

ორივე გუნდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მარჯვენა ფლანგის გაძლიერებას გეგმავს და სასუოლოს კაპიტანი მათი ერთ-ერთი პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნეა.

ბერარდიმ ღიად დაადასტურა (იხილეთ აქ), რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, რაც სავარაუდოდ მისი გუნდიდან წასვლას ნიშნავს, თუმცა ნეროვერდი მის სანაცვლოდ მინიმუმ 30-35 მილიონს ითხოვს, რისი გადახდაც მილანსა და ლაციოს გაუჭირდებათ…