ლაციო და ნიცა პელეგრინისთვის ბრძოლას აგრძელებენ
ლაციო იუვენტუსის მარცხენა მცველის ლუკა პელეგრინის მიმართ ინტერესს არ კარგავს, თუმცა არწივებს კონკურენციას ფრანგული ნიცა უწევს.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსი იტალიელი ფეხბურთელის იჯარით გაშვებას არ აპირებს და მის სანაცვლოდ 8 მილიონ ევროს ითხოვს, რომლის გადახდის წინააღმდეგი ნიცა არ არის.
წყაროს ცნობით, პელეგრინის პრიორიტეტი კვლავ ლაციოში დაბრუნებაა და იმედი აქვს, რომ არწივები უახლოეს პერიოდში ტურინული გრანდის მოთხოვნილი 8 მილიონის გადახდას დათანხმდებიან.