Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო და რომა კამადას ტრანსფერზე მუშაობენ

იტალიური მედიის ცნობით, რომა და ლაციო იაპონელი ფეხბურთელის დაიჩი კამადას აგენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

26 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახლავთ და ნებისმიერ გუნდს მისი სრულიად უფასოდ გაფორმება შეეძლება.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, რომაულ გუნდებს იაპონელი ფეხბურთელის ტრანსფერში კონკურენციას დორტმუნდი და ატლეტიკო გაუწევენ, თუმცა ფეხბურთელის პრიორიტეტი კარიერის იტალიაში გაგრძელებაა.