Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო ფიორენტინას ნახევარმცველის ტრანსფერზე მუშაობს

Il Tempo-ს ცნობით, ლაციო ფიორენტინას ფეხბურთელის ანტონიო ბარაკის ტრანსფერზე მუშაობს.

წყაროს ინფორმაციით, მისი გუნდში ხილვა პირადად იგორ ტუდორს სურს, რომელიც ფეხბურთელთან ერთად ვერონაში მუშაობდა.

ფიორენტინა ბარაკის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის და მის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვს.