ლაციო ფრაიბურგის ფორვარდის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს
ლაციოს თავკაცი მაურიციო სარი ცენტრ-ფორვარდის გაფორმებას დიდი ხანია ითხოვს და როგორც ჩანს, ბიანკოჩელესტის ხელმძღვანელობა ზაფხულში იტალიელ სპეციალისტს მოთხოვნას დაუკმაყოფილებს.
Il Messaggero-ს ცნობით, ლაციო ფრაიბურგის 25 წლის ფეხბურთელის როლანდ შალაის ტრანსფერზე მუშაობს, რომელიც უნივერსალი გახლავთ და როგორც ცენტრში, ასევე ფალნგებზე თამაში შეუძლია.
წყაროს ინფორმაციით, არწივებს უნგრელის გაფორმება ზაფხულში დაახლოებით 15 მილიონი ევრო დაუჯდება.