Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო გენდუზის ტრანსფერთან ახლოს არის

ლაციო მარსელთან მატეო გენდუზის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

Il Messaggero-ს ცნობით, ლაციო ფრანგებს გენდუზის 1-წლიან იჯარას სთავაზობს, მისი შემდგომში 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის ვალდებულებით, მარსელი კი მინიმუმ 18 მილიონს ითხოვს.

ფეხბურთელმა ლაციოსთან 5-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, რომლის მიხედვითაც ის სეზონში გასამრჯელოს სახით 2.2 მილიონს მიიღებს.