ლაციო ჰანდანოვიჩის გაფორმებას განიხილავს
ლაციო ინტერის ლეგენდარული კიპერის სამირ ჰანდანოვიჩის ტრანსფერს განიხილავს.
ვეტერანი ფეხბურთელი, რომელსაც ბიანკოჩელესტი მეორე კიპერის პოზიციაზე განიხილავს, თავისუფალი აგენტი გახლავთ და მისი გაფორმება არწივებს სრულიად უფასოდ შეეძლებათ.
Il Messaggero-ს ცნობით, ჰანდანოვიჩს ლაციოს გარდა სხვა რამდენიმე წინადადება აქვს და ჯერჯერობით გადაწყვეტილება, თუ სად გააგრძელებს კარიერას, მიღებული არ აქვს.