Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო იანვარში გნონტოს გაფორმებას ეცდება

ლაციო ლიდსის იტალიელი ვინგერის  უილფრედ გნონტოს მიმართ ინტერესს არ კარგავს და მის გაფორმებას იანვარში კიდევ ერთხელ ეცდება.

ჩემპიონშიპში დაქვეითების შემდეგ, გნონტომ გუნდის დატოვების სურვილი არაერთხელ  გამოთქვა და დიდი ალბათობით ის ლიდსის რიგებს იანვარში დატოვებს.

Il Messaggero-ს ცნობით, ბიანკოჩელესტის ფეხბურთელის 6-თვიანი იჯარით გაფორმების იმედი აქვს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, თუმცა არწივებს კონკურენციას ინგლისური გუნდები უწევენ.