Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო ინსინიეს მიმართ ინტერესს არ კარგავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლაციო ტორონტოს ფეხბურთელის ლორენცო ინსინიეს მიმართ ინტერესს არ კარგავს და მის გაფორმებას იანვარში ეცდება.

ნაპოლის ყოფილი კაპიტანის კარიერა MLS-ში არც თუ ისე კარგად მიდის და Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ლორენცოს სერია ა-ში დაბრუნება სურს.

წყაროს ცნობით, ლაციო ინსინიეს გაფორმების წინააღმდეგი არ არის, თუმცა სანაცვლოდ მას წლიური გასამრჯელოს – 7 მილიონი ევროს საგრძნობლად შემცირება მოუწევს.