Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო იუვენტუსიდან პელეგრინის გამოსყიდვას გეგმავს

იტალიური მედიის ცნობით, მაურიციო ლუკა პელეგრინის თამაშით კმაყოფილია და მისი შენარჩუნება სურს.

პელეგრინი არწივებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, 6-თვიანი იჯარის წესით შეუერთდა და მისი გამოსყიდვა ბიანკოჩელესტის იუვენტუსიდან 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია.

SportMediaset-ის ცნობით, ლაციოს იტალიელი უკანახაზელის შენარჩნება სურს, თუმცა იმედი აქვს, რომ თანხის შემცირებას შეძლებს. არ არის გამორიცხული, იუვენტუსმა პელეგრინი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერში გამიყენოს.