Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო იუვენტუსისგან პელეგრინის გამოსასყიდი თანხის შემცირებას ითხოვს

ლაციოს იუვენტუსიდან ლუკა პელეგრინის გამოსყიდვა აქვს გადაწყვეტილი, თუმცა იმედი აქვს, რომ კონტრაქტში მითითებული თანხის შემცირებას შეძლებს.

24 წლის ფეხბურთელი არწივებს იანვარში შუერთდა და სეზონის ბოლოს ბიანკოჩელესტის მისი 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვა შეუძლია.

Il Messaggero-ს ცნობით, იმის მიუხედავად, რომ პელეგრინი ჯერჯერობით ძირითადი შემადგენლობის წევრად არ მოიაზრება, ლაციოს მისი გამოსყიდვა სურს, თუმცა იმედი აქვს, რომ მოთხოვნილ თანხას 10 მილიონ ევრომდე შეამცირებს.