Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო ივან პროვედელს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

ლაციოში გადასვლის შემდეგ, ივან პროვედელს კარიერაში საუკეთესო პერიოდი აქვს და ბიანკოჩელესტი მზად არის, 29 წლის იტალიელი ახალი კონტრაქტით დააჯილდოვოს.

პროვედელის მიმდინარე კონტრაქტი ლაციოსთან 2027 წლის ზაფხულში იწურება და მისი წლიური გასამრჯელო 1.3 მილიონი ევროა, ბიანკოჩელესტის კი მისი ხელშკრულების კიდევ 1 წლით გახანგრძლივება და ხელფასის 2 მილიონ ევრომდე გაზრდა აქვს გადაწყვეტილი.