ლაციო კამადას მოთხოვნილი პირობების შესრულებას არ აპირებს…
ლაციო იაპონელი ფეხბურთელის დაიჩი კამადას ტრანსფერით ინტერესდებოდა, თუმცა მისი ხილვა არწივების რიგებში რთულად წარმოსადგენია.
კამადა თავისუფალი აგენტი გახლავთ და ლაციოს მისი გაფორმება სრულიად უფასოდ შეუძლია, თუმცა ნიკოლო სკირას ცნობით, იაპონელის მოთხოვნილი ფინანსური პირობები ბიანკოჩელესტის შესაძლებლობებს აღემატება.
წყაროს ცნობით, კამადა ლაციოსგან ხელფასის სახით სეზონში 5 მილიონს ითხოვს, კონტრაქტის გაფორმებისას კი ერთჯერადი ბონუსის სახით კიდევ 7-8 მილიონის მიღება სურს.