Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო ნაპოლის ნახევარმცველის გაფორმებას ეცდება

იტალიური მედიის ცნობით, ლაციო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნაპოლის ნახევარმცველის პიოტრ ჟელინსკის გაფორმებას ეცდება.

პოლონელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ნაპოლისთან 2024 წლის ზაფხულში იწურება და ჯერჯერობით ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებები არც კი დაწყებულა, ამიტომ სეზონის ბოლოს მისი გუნდიდან წასვლის შანსი ძალიან დიიდია.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ლაციო სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის შემცვლელის ძიებაშია, რომელსაც პოლონელის მსგავსად გუნდთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება და მაურიციო სარის ფავორიტი კანდიდატი სწორედ 28 წლის ნაპოლის ნახევარმცველია.