Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო პელეგრინის ტრანსფერზე მუშაობას წყვეტს, იუვე იტალიელს საფრანგეთში გაუშვებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლაციო და იუვენტუსი ლუკა პელეგრინის ტრანსფერზე ვერ შეთანხმდნენ.

არწივებს იტალიელი მარცხენა მცველის გუნდში დაბრუნება სურდათ, თუმცა ამჯერადაც მის იჯარაზე მუშაობდნენ, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც ტურინულ გრანდს არ აკმაყოფილებს.

SportItalia-ს ცნობით, პელეგრინის ტრანსფერზე ამ მომენტისთვის ყველაზე მეტად ნიცა აქტიურობს, რომელიც მოთხოვნილი 7-8 მილიონის გადახდის წინააღმდეგი არ არის.