Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო სალერნიტანას ფორვარდის ტრანსფერზე მუშაობას შეუდგა

Il Tempo-ს ინფორმაციით, ლაციოსა და სალერნიტანას შორის ბულაიე დიას ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო.

ბიანკოჩელესტი სეზონის ბოლოს შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და დია მათი ერთ-ერთი პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნე გახლავთ.

წყაროს ცნობით, სალერნიტანა 27 წლის ფორვარდის სანაცვლოდ დაახლოებით 10 მილიონ ევროს ითხოვს.