ლაციო სალერნიტანას კიპერის ტრანსფერზე მუშაობს
ლაციო მეორე კიპერის ძიებას აგრძელებს და ჰუგო ლორისთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, არწივები ალტერნატიულ ვარიანტზე გადაერთვნენ.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ბიანკოჩელესტი სალერნიტანას იტალიელი კარის დარაჯის ლუიჯი სეპეს ტრანსფერით ინტერესდება.
წყაროს ცნობით, სალერნოელები სეპეს სანაცვლოდ 2 მილიონ ევროს ითხოვენ და დიდი ალბათობით არწივები ამ თანხის გადახდას დათანხმდებიან.