ლაციო სოუს პასუხის მოლოდინშია…
ლაციო აინტრახტის ნახევარმცველის ჯიბრილ სოუს საბოლოო პასუხის მოლოდინშია და იმედი აქვს, რომ ფეხბურთელის გაფორმებას უახლოეს პერიოდში შეძლებს.
არწივებმა გერმანელებთან 26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის დეტალები რამდენიმე დღის წინ შეათანხმეს, რომლის მიხედვითაც ბიანკოჩელესტი აინტრახტს 16 მილიონს გადაუხდის, თუმცა ტრანსფერის დახურვას ფეხბურთელის საბოლოო თანხმობა აფერხებს.
შვეიცარიელი ნახევარმცველის ტრანსფერზე პარალელურად სევილიაც მუშაობს და საბოლოო არჩევანის გაკეთება სოუს უახლოეს პერიოდში მოუწევს.