Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციომ ანდერსონის პრიორიტეტული შემცვლელი შეარჩია

ფელიპე ანდერსონი ლაციოს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და პალმეირასის რიგებს შეუერთდება, არწივები კი ბრაზილიელი ფეხბურთელის შემცვლელის ძიებას შეუდგნენ და პრიორიტეტული სამიზნე შეარჩიეს კიდეც.

Il Tempo-ს ინფორმაციით, ბიანკოჩელესტი ატალანტას იტალიელი ფეხბურთელის ნიკოლო კამბიაგის გაფორმებას ეცდება.

23 წლის ფეხბურთელი ატალანტას საკუთრებაშია და ემპოლიში იჯარის წესით ასპარეზობს, სადაც მას 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მოუგროვდა.

იტალიელი ზაფხულში ლა დეას დაუბრუნდება, თუმცა ის ბერგამოელების გეგმებში არ შედის, ამიტომ ატალანტა მისი 9-10 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.