Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციომ და მონცამ აკპა-აკპროს ტრანსფერი შეათანხმეს

ჯანლუკა დი მარციოს ინფორამციით, მონცა და ლაციო ჟან-დანიელ აკპა-აკპროს ტრანსფერის თაობაზე საბოლოოდ შეთანხმდნენ.   

30 წლის ნახევარმცველი ლომბარდიულ გუნდს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, მისი შემდგომში 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის ვალდებულებით.

კოტ-დიუვარელი ფეხბურთელი ლაციოს 2020 წლის სექტემბერში 12.7 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა მან გუნდში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით ემპოლიში გაატარა.