ლაციომ ფინანსური წლის პირველი ნახევარი შეაჯამა…
ლაციომ 2022-23 ფინანსური წლის პირველი ნახევარი შეაჯამა.
ოფიციალური დასკვნის მიხედვით, არწივებმა მიმდინარე ფინანსური წლის განმავლობაში 21.48 მილიონი ევრო იზარალა, რაც გასულ წელთან შედარებით 1 მილიონით ნაკლები გახლავთ.
Il Messaggero-ს ცნობით, თუ ლაციო მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას შეძლებს, საკმაოდ დიდია ალბათობა, რომ გუნდმა ფინანსური წელი მოგებაში დახუროს.