Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციომ გენდუზისთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

ლაციო მარსელის ნახევარმცველის მატეო გენდუზის ტრანსფერზე მუშაობს და ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს.

Il Messaggero-ს ცნობით, 24 წლის ფრანგი ლაციოსთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი გასამრჯელო სეზონში 2.2 მილიონი ევრო იქნება.

მოლაპარაკებები გრძელდება მარსელთანაც, რომელიც ფეხბურთელის სანაცვლოდ 18 მილიონს ითხოვს, ლოტიტოს ბოლო შეთავაზება კი 16 მილიონი გახლავთ.