ლაციომ მილინკოვიჩ-სავიჩის ფასი შეამცირა…
იტალიური მედიის ინფორმაციით, ლაციო საბოლოოდ შეეგუა, რომ სეზონის ბოლოს სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის გაყიდვა მოუწევს და მისი ფასი კიდევ უფრო შეამცირა.
სერბი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი არწივებთან 2024 წლის ზაფხულში იწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ შეთანხმდნენ, ამიტომ ბიანკოჩელესტის მისი სარფიანად გაყიდვის ბოლო შანსი ზაფხულში ექნება.
Sky Sport Italia-ს ცნობით, ლაციო სერგეის, რომლის მიმართ ინტერესს იუვენტუსი, ინტერი, მილანი და არაერთი ინგლისური გუნდი იჩენს, 30-35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა…