Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციომ პელეგრინის ტრანსფერზე მოლაპარაკებები განაახლა…

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ლაციოსა და იუვენტუსს შორის ლუკა პელეგრინის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები განახლდა.

ტურინულ გრანდს იტალიელი უკანახაზელის სანაცვლოდ ფულის მიღება ახლავე სურს და პელეგრინის მსურველები მრავლად ჰყავს, მაგრამ ლუკას ლაციოში დაბრუნება უნდა, რაც ბიანკონერის სიტუაციას საგრძნობლად ურთულებს.

დი მარციოს ცნობით, მხარეებს შორის ბოლო საათებში მოლაპარაკებები განახლდა და დიდი ალბათობით ტურინელები ფეხბურთელის იჯარით გაშვებას დათანხმდებიან.