Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციოს დერბის წინ კაზალე უბრუნდება

რომაული დერბის წინ, ლაციოს განკარგულებაში ლაზარეთიდან ნიკოლო კაზალე ბრუნდება.

25 წლის ფეხბურთელმა ტრავმა 25 ოქტომბერს ფეიენორდთან მატჩში მიიღო, რის გამოც რამდენიმე შეხვედრის გამოტოვება მოუწია.

Il Messaggero-ს ცნობით, იტალიელმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და რომაული დერბის წინ ბიანკოჩელესტის განკარგულებაში იქნება.