ლაციოს გაუმჯობესებული წინადადება უდინეზეს…
ლაციო უდინეზეს ნახევარმცველის ლაზარ სამარჯიჩის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და ბიანკონერის ახალი, გაუმჯობესებული წინადადებით მიმართა.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ბიანკოჩელესტი 21 წლის სერბი ნახევარმცველის სანაცვლოდ უდინეზეს 20 მილიონ ევროს სთავაზობს და მისგან პასუხის მოლოდინშია.
ფრიულებს სამარჯიჩის სანაცვლოდ 25 მილიონი ევროს მიღება სურდათ, თუმცა მისი ინტერში ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ გუნდს ფეხბურთელის გაყიდვა სურს და არ არის გამორიცხული, ლაციოს წინადადებას დათანხმდეს.