Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციოს პირველი წინადადება ფეინორდს ხიმენესის თაობაზე…

ლაციოს ფეინორდის ფორვარდის სანტიაგო ხიმენესის ტრანსფერით ინტერესდება და პირველი წინადადება უკვე გააკეთა.

Il Messaggero-ს ინფორმაციით, ბიანკოჩელესტი 22 წლის ფორვარდის სანაცვლოდ ნიდერლანდელებს დაახლოებით 18 მილიონ ევროს სთავაზობს.

მექსიკელი ფეხბურთელის აქტივში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 41 მატჩში 21 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.