ლაციოსთან მატჩის წინ, რომას კაპიტანი უბრუნდება
რომას კაპიტანი ლორენცო პელეგრინი გუნდს უბრუნდება და დერბისთვის მოურინიოს განკარგულებაში იქნება.
იტალიელმა ფეხბურთელმა გასული თვე კუნთის პრობლემების გამო გამოტოვა და მისი თამაში ლაციოსთან მატჩში საეჭვო იყო, თუმცა პელეგრინიმ გუშინდელი სავარჯიშო სესია გუნდთან ერთად ჩაატარა და ის მომდევნო შეხვედრაში რომას განაცხადში იქნება.
Il Tempo-ს ცნობით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ პელეგრინი ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს, თუმცა ის გარკვეულ წუთებს აუცილებლად მიიღებს.